ვინ არის პასუხიმგებელი შოვის ტრაგედიაზე? - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

09.08.23 11:28
ვინ არის პასუხიმგებელი შოვის ტრაგედიაზე? - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

ვინ არის პასუხიმგებელი შოვში მომხდარ ტრაგედიაზე? - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტებს ბევრი კითხვები აქვთ. მათ აინტერესებთ, რატომ არ მოხდა  ტრაგედიის პრევენცია? რატომ არ არსებოდბა ხეობაში მონიტორინგის სისტემა? რატომ არ იყვენენ აღჭურვილი სათანადოდ სამაშველო ჯგუფები და რატომ არ ჰყავს ქვეყანას  ვერტმფრენები? 

ამათ ხელში რა გამოძიება უნდა ჩატარდეს. რომ იყოს მექანიზმი და პაარლამენტში საგამოძიებო კომისია შეიქმნას, რა თქმა უნდა, გამოაშკარავდება, რომ ვიღაცას სისტემა უნდა დაეყენებინა, ვიღაცას ხალხი უნდა გაეფრთხილებინა, ვიღაცას გაფრთხილების შესაბამისი სისტემა უნდა ჰქონოდა დაყენებული, ვირაცამს სამაშველო ვერტმფრენი უნდა მოეყვანა, ვიღაცას მაშველები გაეწვრთნა. მეხანძრეები არზზე არ იყვნენ, რა უნდა ექნათ ამ სიტუაციაში, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი პაატა მანჯგალაძე.

საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს  პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძეც.

 რამდენად იყო საშუალება, მოსახლეობას სცოდნოდა ან გაეზომა თვითონ სპეციალისტებს ის საფრთხე და შესაბამისი რეაგირება ყოფილიყო და მეორე, უკვე სამაშველო ოპერაციების დროულობა, ვერტმფრენი, აღჭურვილობა, რომელიც უნდა ჰქონეს მაშველებს და ვხედავთ, რომ არ აქვთ. ეს მთლიანობაში უნდა იყოს აღქმული, კარგად შესწავლილი და სისხლის სამართლებრივი, ისევე, როგორც პლიტიკური პასუხისმგებლობა დაყენებული, - ამბობს ანა დოლიძე. 

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ შოვში მომხდარი გათვლადი იყო და მისი პრევენციაც შესაძლებელი იყო.  

ეს ყველაფერი მოხდა ღვარცოფსაშიში ზონაში, რომლის თაობაზეც, მინიმუმ, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოსთვის ყველაფერი იყო ცნობილი და არაფერი გაკეთებულა იმისთვის, რომ მომხდარიყო რისკების პრევენცია და მსხვერპლის მინიმალიზება იმ შესაძლო ტრაგიკულ შემთხვევაში, რაც იყო მოსალოდნელი. ამიტომაც, დიახ, ეს ყველაფერი იყო გათვლადი, უნდა ყოფილიყო ისე დაორგანიზებული, რომ არ ყოფილიყო მსხვერპლი ან მინიმალური მსხვერპლი, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

შეგახსენებთ, რომ სტიქია შოვში 3 აგვისტოს გავითარდა. დაღუპულია 20 ადამიანი, მათი ნაწილი ჯერ ამოცნობილი არ არის. მაშველები ამ დრომდე კიდევ 12 ადამიანს ეძებენ. 

მსგავსი სიახლეები