თუ ახალი კანონის საჭიროება დადგა, ისიც უნდა მივიღოთ - ქადაგიშვილი რუსულ კანონზე
რუსულ კნანონთან დაკავშირებით ეუთო-ოდირის კრიტიკული ასკვნა "ოცნებისთის" მიუღებელია. ირაკლი ქადაგიშვილი ისევ ამტკიცებს, რომ კანონი, რომლის მიღებასაც ხელისუფლება გეგმავა, ამერიკული ფარას ანალოგია.
ამასთან, მმართველი პარტიის წევრი არც ახალი რუსული კანონის მიღებას გამორიცხავს.
სადმე თუ ამ გავითარების გზაზე კანონი იქნება საჭირო, ეს კანონიც უნდა მივიღოთ, იმიტომ, რომ კანონიერება გასაზღვრავს თამაში წესებს. საუკეტესო ევროპულ გამოცდილებას, რუსულ გამოცდილებას არ შევაფასებთ და პასუხისმგებლობით მივუდგებით და მივიღებთ იმ სტანდარტებს, რა სტანდარტებითაც ევროკავშირი ცხოვრობს, მათ სორის, მედია, პოლიტიკოსები, საზოგადოებრივი აქტორები, ვინც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, არასამტავრობო ორგანიზაციები არიან, მაშინ, ალბათ, ჩვენ უფრო დალაგებულ და უფრო პროგრესულ საზოგადოებას მივიღებთ. რაც ჩემი თვალით წავიკითხე ამერიკულ კანონში და რაც ჩემი თვალით წავიკითხე საქართველოს ინიცირებულ კანონში, ავდგეთ და პუნქტობრივად გავყვეთ, თუ რამე განსხვავებას ნახავთ..., - ამბობს ქადაგიშვილი.
ეუთო/ოდირმა ე.წ. რუსულ კანონზე ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა - სახალხო დამცველის ცნობით, ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სამართლებრივი დასკვნა მათი მიმართვების საფუძველზე მოამზადა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.