ეუთო-ოდირმა დაადასტურა, რომ კანონი რუსეთის მიერ იყო ინიცირებული - სამადაშვილი
ეუთო-ოდირმა დაადასტურა, რომ კანონი რუსეთის მიერ იყო ინიცირებული , - ამის შესახებ "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, დასკვნამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართველმა ხალხმა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების მიერ გახორციელებული რუსული იერიში მოიგერია.
დასკვნამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით თავიდანვე, რომ ეს იყო რუსული ხელისუფლების მიერ ჩვენს ქვეყანაში ინიცირეული რუსული კანონი და არაფერი საერთო ამას არ ჰქონდათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან და მითუმეტეს, არანაირი ანალოგია ეს არ არის იმ სამართლებრივი ჩარჩოსი, რომელიც გამოიყენება ქვეყნებში. საზოგადოებამ ერთობლივი ბრძოლის შედეგად შეაჩერა ამ კანონის მიღება. ჩვენ მოვიგერიეთ რუსული იერიში, რომელიც განახორციელა ბიძინა ივანიშვილის რუსულმა ხელისუფლებამ ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის წინააღმდეგ, - ამბობს სამადაშვილი.
ეუთო/ოდირმა ე.წ. რუსულ კანონზე ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა - სახალხო დამცველის ცნობით, ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სამართლებრივი დასკვნა მათი მიმართვების საფუძველზე მოამზადა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.