ეუთო-ოდირმა რუსული ოცნების მორიგი ტყუილი ამხილა - თინა ბოკუჩავა

09.08.23 13:46
ეუთო-ოდირმა რუსული ოცნების მორიგი ტყუილი ამხილა - თინა ბოკუჩავა

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორები "ქარული ოცნების" მხრიდან მორიგი რუსული კანონის მიღების საფრთხეს ხედავენ. ოპოზიციის წევრს ამის განცდას  ეუთო-ოდირის დასკვნა უჩენს. 

მისი თქმით, გავლენიანმა ორგანიზაციამ "ოცნება" მორიგ ტყუილში ამხილა. 

რუსული ოცნების მორიგი ტყუილი ამხილა ეუთო-ოდირმა. რუსული კანონის გაწვევის შემდეგ ეუთო-ოდირის მხრიდან ამ დასკვნის გამოქვეყნება მეტყველებს იმაზე, რომ შესაძლებელია გარკვეულ საფრთხეს ხედავდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები იმ ფონზე, როდესაც რუსული ოცნება არ ეშვება იმ პროპაგანდას, თითქოსდა ამ კანონს რაიმე საერთოდ ჰქონდა ამერიკულ ფარასთან. ეს, სავარაუდოდ, აღქმულია, როგორც შესაძლო მცდელობა, რომ გააცოცხლონ რუსული კანონი, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

ეუთო/ოდირმა ე.წ. რუსულ კანონზე ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა  - სახალხო დამცველის ცნობით, ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სამართლებრივი დასკვნა  მათი მიმართვების საფუძველზე მოამზადა.   

მსგავსი სიახლეები