ბათუმის პორტში, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

11.08.23 14:02
ბათუმის პორტში, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

ბათუმის პორტში, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ გენრი დოლიძე დამნაშავედ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 173-ე მუხლის მეორე ნაწილით ცნო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მოსამართლე ცრუ მოწმეთა ჩვენებებს დაეყრდნო. ჩემი დაკავების პროცესს ამ მოწმეებიდან არცერთი არ ესწრებოდა. სამწუხაროა, რომ იმ ადამიანებმა, ვინც დამაკავეს და მცემეს, პასუხისმგებლობა ვერ აიღეს, იმიტომ, რომ ეშინიათ. ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო," - განაცხადა გენრი დოლიძემ.

„დროას“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გენრი დოლიძე ბათუმის პორტში გამართული აქციის დროს დააკავეს. დოლიძე ამტკიცებს, რომ მასზე ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა ირაკლი დგებუაძემ იძალადა.

მსგავსი სიახლეები