რაში გვჭირდება ღამე მომუშავე ვერტმფრენები, ასეთ ამბავში თუ არ ვიყენებთ? - კობერიძე
"გაწირეს თუ არა, მინიმუმ, ნიშნავს, რომ რაღაცას სერიოზულად არ შეხედავ, მას შეიძლება მოჰყვეს მსხვერპლი და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღო," - ასე აფასებს "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე შს მინისტრის სკანდალურ განცხადებას, სადაც გომალაურმა აღიარა, რომ სახელმწიფოს ღამის ხედვის საშუალებები აქვს, თუმცა შოვის ტრაგედიის ღამეს სახელწმიფომ არ გამოიყენა.
ცოტნე კობერიძის შეფასებით, შს მინისტრის დღევანდელი განცხადება ტყუილია და მხოლოდ თავის მართლებას ემსახურება.
ეს პროპაგანდის ნაწილია. ამ კითხვაზე პასუხი თერთმეტი დღის მერე რატომ უნდა გასცე, თუ გულწრფელი ხარ, სწორი ხარ, ეს უნდა ეთქვთ იმავე დღეს, მეიორე დღეს მაინც. თერთმეტი დღის მერე ამას რომ მეუბნები, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მოფიქრებული პასუხი, რომელის ერტადერთი მიზანია, საკუთარი უმოქმედობა და არაპროფესიონალიზმი იქნას თავიდან არიდებული და ასე წარმოგვიჩინოს.
მეორე, არალოგიკურია - საიდან იცოდნენ, რომ იქ შეუძლებელი იყო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. შეიძლება ტრაგედიიდან მეთეთმეტე დღეს, მასშტაბების გათვალისწინებით თქვა, რომ შეუძლებელი იყო იქ ვინმე გადარჩენილიყო, მაგრამ იმ დღეს იმ მომენტში საიდან იცოდნენ? ცხადია, ეს არის ტყუილი.
მესამე, თუ მაინც და მაინც ვერტმფრენი არა, დრონები ჰქონდათ თუ? ღამის ხედვის დრონები რატომ არ ჰქონდათ? იქ ვინ მოკვდებოდა, რა რისკი ჰქონდათ დრონის დაკარგვის?
ჯამში, ხომ ხვდებით, უცნაურ ამბავთნ გვაქვს საქმე - რაში გვჭირდება ღამე მომუშავე ვერტმფრენები, ასეთ ამბავში თუ არ ვიყენებთ?“ - ამბობს კობერიძე.
ვახტან გომელაური შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებულ მის პირველ კომენტარში აღიარებს, რომ სახელმწიფოს ღამის ფრენის საშუალებები აქვს, თუმცა შოვის სტიქიის ღამეს შეგნებულად არ გამოიყენეს.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.