"არ ვარ კომპეტენტური" - გოჩა ენუქიძე ვერტმფრენებზე დასმულ კითხვას გაურბის
ღამით ფრენის საშუალების ვერტმფრენები გვყავს თუ არა? - "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძეს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
დეპუტატმა ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტული პასუხი გაეცა ჟურნალისტების კითხვებისთვის, მედია გააკრიტიკა. არადა, დღეს შს მინისტრი ამტკიცებდა, რომ სახელმწიფოს ღამის ხედვის საშუალებები აქვს, თუმცა, სამინისტრომ სტიქიის ღამით ვერტმფრენები სამძებრო სამუშაოებში არ ჩართო.
არ ვარ კომპეტენტური და ჰკითხეთ სპეციალისტებს. ვიცით, რომ ვერ ვიმუშავეთ ღამის საათებში და ამაზე ისევ აპელირება და ისევ ამაზე დაბრუნება, ჩვენ ვგლოვობთ და სხვა პრობლემები გვაქვს,“ - ამბობს გოჩა ენუქიძე.