"ბრძოლის ველზე გავალ, როგორც მოშიმშილე მეომარი" - ყოფილი მაღალჩინოსნის ულტიმატუმი მთავრობას

14.08.23 11:51
"ბრძოლის ველზე გავალ, როგორც მოშიმშილე მეომარი" - ყოფილი მაღალჩინოსნის ულტიმატუმი მთავრობას

სანაპირო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილმა უფროსმა წამზომი ჩართო - გოჩა ბერიძემ, რომელმაც სისტემა ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში ამხილა, მოითხოვს ნიკოლოზ შარაძემ სამი დღის ვადაში თანამდებობა დატოვეს. 

თუ სასაზღვრო პოლიციის უფროსი არ გადადგება, ბერიძე აანონსებს, რომ უვადო შიმშილობას, უკრაინაში ფრონტის ხაზთან გამოაცხადებს. 

შაბათის ეთერში, რაც გავიდა სანქცირებულ ნავთობთან დაკავშირებით, მას შემდეგ, სოციალური ქსელის მეშვეობით არაერთი ფაქტის შესახებ მივმართე შესაბამის სამსახურებს, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ბრძანების გამცემის პირი იყო გენერალი ნიკოლოზ შარაძე, მოვითხოვ, ნიკოლოზ შარაძისგან თანამდებობის დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ხუთშაბათამდე, სამი დღის განმავლობაში, ნიკოლოზ შარაძე არ დატოვებს თანამდებობას, მივმართავ უკიდურეს ზომას და გამოვაცხადებ შიმშილობას. ბრძოლის ველზე გავალ, როგორც მოშიმშილე მეომარი,“ - ამბობს გოჩა ბერიძე.

ბერიძე ის ადამიანია, ვინც გამოაქვეყნა მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება რომ რუსეთი ქართულ პორტებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებს. ჩანაწერებით დგინდება, რომ გემები, რომელიც საბუთების მიხედვით, ქართულ პორტებში შემოდიოდა, რეალურად რუსულ სანქცირებულ ნოვოროსისკის პორტში იტვირთებოდა. საქართველოს მთავრობამ კი ყველაფერი იცოდა, თუმცა დუმდა. ყველა მტკიცებულება გოჩა ბერიძემ უკრაინულ მხარეს გადასცა. ახლა ფაილებს ოფიციალური კიევი სწავლობს.