ეს არის სამსახურებრივი გულგრილობის გამოხატულება - გრიგოლ გეგელია შს მინისტრზე

14.08.23 11:31
ეს არის სამსახურებრივი გულგრილობის გამოხატულება - გრიგოლ გეგელია შს მინისტრზე

"ჰყავდათ ტექნიკა და ეს ტექნიკა არ გამოიყენა გონივრულ ვადაში, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შს მინისტრის სკანდალურ აღიარებას, რა დროსაც ვახტანგ გომელაურმა დაადასტურა, რომ ქვეყანას ღამის ხედვის საშუალებები აქვს, თუმცა სტიქიის ღამეს არ გამოუყენებიათ.

გეგელიას შეფასებით, გომელაურის აღიარება არის დანაშაულებრივი ქმედების შემცველი.

გომელაური და მისი კოლეგები ცდილობენ, რომ გაძვრენ ფონს სხვადასხვა მიზეზების ციტირებით, მაგრამ ეს ასე არ გამოვა. ჰყავდათ ტექნიკა და ეს ტექნიკა არ გამოიყენა გონივრულ ვადაში, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება და არის, რა თქმა უნდა, სამსახურებრივი გულგრილობის გამოხატულება. იმიტომ, რომ მათ არ იმოქმედეს გონივრულ დროში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაგვერჩინა,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.