კობახიძე იტყუება და დემაგოგობს - სერგო ჩიხლაძე
კობახიძე იტყუება და დემაგოგობს - ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ოცნების" თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას საგამოძიებო კომისიაზე, რომელმაც პარლამენტში შოვის ტრაგედიის შესახებ არსებულ კითხვებს ნათელი უნდა მოჰფინოს.
ბატონმა ირაკლი კობახიძემ ძალიან კარგად იცის საპარლამენტო და იურიდიული პროცედურებიც და ის უბრალოდ დემაგოგობს, იტყუება, როგორც ყოველთვის. ერთი მეორეს ხელს არ უშლის, ეს ერთი და მეორე, შოთაძის პროკურატურისადმი ნდობა აქვს კობახიძე, ღარიბაშვილს და კიდევ ალბათ ათამდე ადამიანს ამ ქვეყანაში. პროკურატურა იძიებდა სარალიძის საქმეს, რატომ შეიქმნა მაშინ საგამოძიებო კომისია.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა. ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის დროს იერიში მიიტანა ოპონენტებზე და აღნიშნა, რომ შოვის ტრაგედიით ოპოზიცია სპეკულირებს.