თუ "ოცნება" საგამოძიებო კომისიის ჩაგდებას გაბედავს, ეს მათ მორალური და პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეთ - გოცირიძე

14.08.23 14:01
თუ "ოცნება" საგამოძიებო კომისიის ჩაგდებას გაბედავს, ეს მათ მორალური და პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეთ - გოცირიძე

თუ საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს იქნება იმის მამტკიცებელი, რომ საქართველოს ხელისუფლება არის დამნაშავე - ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა.

პოლიტიკოსის თქმით, თუ "ოცნება" კომისიის ჩაგდებას გაბედავს, ეს მათ მორალური და პოლიტიკური ფასი უნდა დაუჯდეთ.

თუ ამ ტრაგედიის შემდეგ, კვლავ გაბედავენ და დაარღვევენ კონსტიტუციას და სხვადასხვა მანიპულაციებით არ გაივლიან რეგისტრაციას და ფაქტობრივად, საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩაშლიან, ეს იქნება პირდაპირ იმის მამტკიცებელი საბუთი, რომ ამ შემთხვევაშიაც საქართველოს ხელისუფლება არის დამნაშავე. არასდროს, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, არ ყოფილა არცერთი გახმაურებული საქმე, რომ ჩვეულებრივ გამოძიებას, ანუ პროკურატურას, მიეღოს ობიექტური გადაწყვეტილება.

გაბედავენ კომისიის ჩაგდებას? მათ ეს უნდა დაუჯდეთ ძალიან ძვირი. მათ უნდა გადაიხადონ ძალიან დიდი მორალური და პოლიტიკური ფასი". - ამბობს რომან გოცირიძე.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა. ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართული ბრიფინგის დროს იერიში მიიტანა ოპონენტებზე და აღნიშნა, რომ შოვის ტრაგედიით ოპოზიცია სპეკულირებს.