კობახიძე, გომელაური და სარჯველაძე ბოროტი პატარა კაცუნები არიან - სერგო ჩიხლაძე
"ბოროტი ადამიანების ხელშია მთელი ხელისუფლება მოქცეული და მთელი ეს ბოროტების მანქანა ემსახურება ერთ ბოროტ ადამიანს - რუს ბოროტ ადამიანს ივანიშვილს," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ "დღის ამბებში" გააკეთა.
სერგო ჩიხლაძისთვის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება მიუღებელია, სადაც კობახიძემ სტიქიას გადარჩენილ ადამიანებს დაუწუნა ის გზა, რაც მათ თავის გადასარჩენად გაიარეს.
მათ, ვინც ეს განიცადეს, მათთვის ეს წარმოუდგენელი არაადამიანობაა, რასაც საუბრობს კობახიძე, გომელაური და სხვები. ნებისმიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანისთვის ეს რა გზავნილია, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შენ დაიღუპები, სახელმწიფო არაფერს გააკეთებს, რომ გადაგარჩინოს. ყველა ჩათვალეს, რომ ვინც გადარჩა - გადარჩა. კიდევ ერთი პერსონაჟი რომ ჰყავთ, სამარცხვინო - სარჯველაძე - არაკაცი, სადმე თუ შემხვდება პარლამენტის კორიდორში პირდაპირ ვეტყვი, რომ არაკაცია. ასეთი არაკაცების, ბოროტი ადამიანების, პატარა კაცების და ქალების პარტიაა „ქართული ოცნება“. ადამიანების გადასარჩენად კი არა, ბიძინა ივანიშვილის ხეების სათრევად ჩართეს მთელი სახელმწიფო სტრუქტურა - გემები, ვერტმფრენები, ახალი გზები გაიყვანეს,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.
სერგი ჩიხლაძე ასევე სვამს კითხვას, სად იყვნენ მთავრობის წევრები 3 აგვისტოს, სტიქიის ღამეს.
საერთოდ ცალკე გამოძიების საკითხია, იმ ღამეს სად ეყარნენ მთელი მინისტრთა კაბინეტი, სად იყვნენ მეორე დღემდე რომ არ გამოჩნდნენ, ფხიზლები იყვნენ? გამოსარკვევია? ეს არამზადები და არაადამიანები. გავიგეთ, რომ კორუმპირებულები, ოლიგარქის მსახურები, რუსების მსახურები არიან, მაგრამ ადამიანობა არ შეგრჩენიათ? კობახიძე ადამიანია ამ განცხადებების მერე, ბოროტი პატარა კაცუნაა. ბოროტი პატარაა კაცუნაა სარჯველაძე, ბოროტი პატარა კაცუნაა გომელაური, რომელიც დღემდე რჩება ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვად, ვერ გაიზარდა და ვერ გაიზრდება, როგორც სახელმწიფო მინისტრი. ბოროტი ადამიანების ხელშია მთელი ხელისუფლება მოქცეული და მთელი ეს ბოროტების მანქანა ემსახურება ერთ ბოროტ ადამიანს - რუს ბოროტ ადამიანს ივანიშვილს,“ - ამბობს ჩიხლაძე.