კობახიძე დაღუპულებზე კი არა გადარჩენილებზე გლოვობს - ხუხაშვილი

14.08.23 16:06
კობახიძე დაღუპულებზე კი არა გადარჩენილებზე გლოვობს - ხუხაშვილი

კობახიძე დაღუპულებზე კი არა გადარჩენილებზე გლოვობს - ამის შესახებ პოლიტიკოსი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხუხაშვილმა, ასევე, რამდენიმე წუთის წინ, "ოცნების" თავმჯდომარის განცხადებებს "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერით უპასუხა.

წარმოუდგენელია, ჯანსაღი ფისიქიკის ადამიანმა ეს იკადროს. პრობლემა საზოგადოებაა, რომელიც კობახიძეს ამ უტიფრობას მუდმივად პატიობს - განაცხადა ხუხაშვილმა. 

რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა? - ასე დააყენაა კითხვის ნიშვნის ქვეშ ირაკლი კობახიძემ ბიძისა და დისშვილის გადარჩენის ისტორია, რომელიც შოვის ტრაგედიის სიმბოლოდ იქცა. როგორც ჩანს, ქართული ოცნების" თავმჯდომარეს არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მიახლოებას. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. კობახიძემ გომელაურის გუშინდელი განცხადებების გამართლება დაიწყო და ახალი მესიჯბოქსი ჩამოაყალიბა. მმართვველი პარტიის თავმჯდომარე შოვის ტრატედიიდან 12 დღის თავზე გადაჭრით  ამბობს, რომ ტრაგედიის მომენტში მეწყერში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა შეუძლებელი იყო.