ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში - თინა ხიდაშელი

15.08.23 17:15
ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში - თინა ხიდაშელი

"პირველად ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში და შედეგები ძალიან სამწუხაროა და უკვე ყველანი ვხედავთ ამას," - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი პრემიერის ჩინურ კომპანიასთან კავშირებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწად-ნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ხელფასად 410 000 ლარი მიიღო. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ხიდაშელის თქმით, ამით აიხსნება მთავრობის აქტიურობა ჩინეთთან პარტნიორობის გაღრმავებასთან დაკავშირებით, რადგან როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამბობს, პრემიერ ღარიბაშვილს ახლა ვალდებულება აქვს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან.

Elite capture ტერმინიც კი არსებობს, ეს არის საჯარო პირების პოლიტიკური ელიტის დაპყრობა, როდესაც მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა მიზეზის გამო ხდებიან ანგარიშვალდებული და ლოიალური არა საკუთარი სახელმწიფოს, არამედ სხვა ქვეყნის ან სხვა ქვეყნის კომპანიების მიმართ.
 

შეუძლებელია, ასეთი შემთხვევა არსებობს, რომ ვინმე, რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირი CEFC-სთან ყოფილიყო ანგარიშვალდებული და ღარიბაშვილი ოფიციალურად მუშაობდა, ის ამას არ მალავს. მას არ ჰქონდეს შემდეგ განგრძობითი ანგარიშვალდებულება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. 
 

ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვდგავართ, როდესაც პირველად ამ ქვეყანას ოფიციალურად ჩინეთის კაცი ჰყავს ხელისუფლებაში და შედეგები ძალიან სამწუხაროა და უკვე ყველანი ვხედავთ ამას,“ - ამბობს თინა ხიდაშელი.