თუ მიპასუხებთ, რატომ ჩავიდა აშშ სახელმწიფო მდივანი კომუნისტურ სახელმწიფოში, მერე გაგცემთ პასუხს - მაჭარაშვილი

15.08.23 17:20
თუ მიპასუხებთ, რატომ ჩავიდა აშშ სახელმწიფო მდივანი კომუნისტურ სახელმწიფოში, მერე გაგცემთ პასუხს - მაჭარაშვილი

"თუ მიპასუხებთ იმაზე, რატომ ჩავიდა სახელმწიფო მდივანი კომუნისტურ სახელმწიფოში, ამის მერე გაგცემთ პასუხს," - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი პრემიერის ჩინურ კომპანიასთან კავშირებს და ჩინეთთან კავშირების გაძლიერებას.

გურამ მაჭარაშვილი ამტკიცებს, რომ ჩინეთთან ურთიერთობის გამყარება პირადი ინტერესებიდან არ გამომდინარეობს.

რატომ ჩავიდა ზედემოკრატიული სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი, პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებისთვის - ჩვენც პოლიტიკური ინტერესები გვაქვს, აბა, ახლა პირადი ინტერესები კი არ გვაქვს,“ - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა, სანამ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად დაბრუნდებოდა, წელიწად-ნახევარი იმუშავა ჩინური კომპანიის მრჩევლად და ხელფასად 410 000 ლარი მიიღო. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში მეორედ დაბრუნებამდე მუშაობდა, ამ დროს კომპანია CEFC უკვე გახვეული იყო საერთაშორისო სკანდალში.