დავიღალეთ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ - კაფე-ბარების მფლობელები თბილისის მერს უპირისპირდებიან

15.08.23 17:31
დავიღალეთ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ - კაფე-ბარების მფლობელები თბილისის მერს უპირისპირდებიან

კაფე-ბარების მფლობელები თბილისის მერს უპირისპირდებიან - ბიზნესის მფლობელები გარე სივრცეებიდან მაგიდების აღებას არ აპირებენ, ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ბიზნესს დააზარალებს და შემოსავალს დაკარგავენ.

უნდა გაფართოვდეს გზა ხომ? - იმ დონეზე არ შემოგვწიონ შიგნით, რომ ჩვენც ვეღარ ვიმუშაოთ და მაგიდებიც ვეღარ ჩავატიოთ. სულ რაღაცები იცვლება, ხან ის ქოლგა უნდათ, ხან ის სკამი უნდათ და ჩვენც დავიღალეთ, რამდენჯერ უნდა გამოვცვალოთ, ჩამოყალიბდნენ ჯერ თვითონ, რა უნდათ, როგორ უნდათ და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდეს, რომ ეს ასე უნდა იყოს. მე რომ ვიხდი და ბიუჯეტში შემაქვს ფული, ჩემი ინტერესებიც უნდა იყოს დაცული,“ - ამბობს ერთ-ერთ კაფეში მომუშავე. 

არ ველოდებოდით ამ გადაწყვეტილებას მერიისგან, რადგან დიდი სივრცე რომ არის, კარგად ვმუშაობთ და ახლა პატარა სივრცე, რომ დაგვრჩება, ვეღარ გავაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. აქ ქირას ვიხდით და თუ არავინ შემოვიდა, ვეღარც ქირის ფულს გადავიხდით,“ - ამბობს ერთ-ერთი კაფეს მფლობელი.

კაფე-ბარების მფლობელთა ერთი ნაწილი კი ამბობს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან ისედაც აქამდე გაცემული ნებართვის შესაბამისად აქვთ სივრცე მოწყობილი.

იქით ზოლში არის ჩვეულებრივი კოშმარი და რა თქმა უნდა, უნდა მოწესრიგდეს, ჩვენ გვაქვს ნებართვა და ისე გვაქვს გაკეთებული ყველაფერი,“ - ამბობს ერთ-ერთ კაფეში მომუშავე. 

თბილისის მერი აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარების მფლობელებს აფრთხილებს. კახა კალაძის თქმით, ბიზნესის მფლობელებს ვადა 25 აგვისტომდე აქვთ და თუ ისინი კაფე-ბარების გარე სივრცეს არ მოაწესრიგებენ და სკამებს და მაგიდებს არ აიღებენ, მუნიციპალური ინსპექცია 25 აგვისტოს შემდეგ დაიწყებს დემონტაჟს.