"სიონის ტბასთან მყვინთავები თბილისიდან მიდიან" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

15.08.23 19:43
"სიონის ტბასთან მყვინთავები თბილისიდან მიდიან" - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

რა ხდება სიონის ტბასთან, სადაც 15 წლის მოზარდი თრვითმხილველების ინფორმაციით, დაიხრჩო - როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "პირველებს" უთხრეს, ამ ეტაპზე მაშველები ადგილზე არიან, ხოლო მყვინთავები თბილისიდან მიდიან.

სიონის ტბაზე მოზარდის დახრჩობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ადგილზე მყოფი წერდა, სიონის ტბაზე მაშველები არ ჰყავთ და ბავშვი წყლიდან ჯერ არ ამოუსვენებიათ

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.