სიონის ტბაში გაუჩინარებული მოზარდი მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს
სიონის ტბაში გაუჩინარებული მოზარდი მყვინთავებმა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია "პირველებს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
სიონის ტბაზე მოზარდის დახრჩობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ერთ-ერთმა თვითმხილველმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. როგორც ადგილზე მყოფი წერდა, სიონის ტბაზე მაშველები არ ჰყავთ.