ხელისუფლების საზრუნავია, რომ რუსებისთვის საქართველოში შექმნას კეთილგანწყობილი და სარფიანი გარემო - ბუაძე
"არ არის გასაკვირი ის ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც რუსეთი ეწევა საქართველოში," - ასე ეხმაურება "ლელოს" ლიდერი საბა ბუაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს სოფლებში მიწის ნაკვეთების დაკანონების გამარტივებას.
საბა ბუაძის თქმით, კანონის გვერდის ავლით აძლევს ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს სასურველი მიწის ნაკვეთის შეძენის უფლებას. რაც ბუაძის შეფასებით, ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკის შედეგია.
როდესაც ქვეყანას მართავს ძალა, რომელიც ქართველი ხალხის ნაცვლად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს, არ არის გასაკვირი ის ეკონომიკური ექსპანსია, რომელსაც რუსეთი ეწევა საქართველოში. ისინი სასოფლო-სამეურნეო მიწევს ყიდულობენ და სტატუსს უცვლიან, ცხადია, რომ ეს ადასტურებს იმას, რომ ამ ხელისუფლების ერთადერთი საზრუნავი არის, რომ რუსებისთვის საქართველოში შექმნას კეთილგანწყობილი და სარფიანი გარემო,“ - ამბობს საბა ბუაძე.
თბილისის და ბათუმის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების სამიზნე სოფლებში მიწის ნაკვეთების და სახლების ყიდვაა. არადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კანონით აკრძალულია - თუმცა ირკვევა, რომ რუსებმა ახალი გზა იპოვეს, ჯერ მიწას სტატუსს უცვლიან შემდეგ კი იფორმებენ.