ბოლო 5 წელში საქართველო იმაზე მეტად არის ოკუპირებული ეკონომიკურად, ვიდრე ესაა ტერიტორიული გზით - აბესაძე
"ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველო იმაზე მეტად არის ოკუპირებული ეკონომიკურად, ვიდრე ესაა ტერიტორიული გზით," - ასე აფასებს ეკონომისტი ოთარ აბესაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართულ სოფლებში მიწების ყიდვის პროცედურის გამარტივებას.
აბესაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამო ქვეყნის ეკონომიკა ძალიან დამოკიდებული გახდა რუსეთზე.
დღევანდელ რეალობაში საქართველოს ეკონომიკის 85 პროცენტზე მეტი არის სრულად მიბმული რუსულ ეკონომიკაზე. ხელისუფლების მიერ წარმოებული ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება ცდილობს მიებას ეკონომიკური თუ არაეკონომიკური რესურსებით რუსეთს. ეს თავისთავად, თანამედროვე მსოფლიო გადანაწილებაში საქართველოს დააყენებს წამგებიან პოზიციაში, სადაც არის ირანი, ბელარუსი, რუსეთი,“ - ამბობს ოთარ აბესაძე.
თბილისის და ბათუმის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების სამიზნე სოფლებში მიწის ნაკვეთების და სახლების ყიდვაა. არადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კანონით აკრძალულია - თუმცა ირკვევა, რომ რუსებმა ახალი გზა იპოვეს, ჯერ მიწას სტატუსს უცვლიან შემდეგ კი იფორმებენ.