ყოვლადმიუღებელია, როდესაც მერია აცხადებს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ - გიორგი შარაშიძე

18.08.23 15:27
 ყოვლადმიუღებელია, როდესაც მერია აცხადებს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ - გიორგი შარაშიძე

"ყოვლადმიუღებელია, როდესაც მერია აცხადებს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ", - ასე აფასებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი და საკრებულის დეპუტატი გიორგი შარაშიძე თბილისის მერიის მაღალჩინოსნის აღიარებას. 

საქმე ეხება თბილისის ცენტრში მომხდარ ქვათაცვენას, რა დროსაც "პირველების" კითხვაზე პრევენციის მიზნით რა გააკეთა თბილისის მერიამ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა პირდაპირ თქვა, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ და ამიტომ არ მოხდა გზის ამ მოკვეთის მოწესრიგება.

შარაშიძე თვლის, რომ თბილისის მერიის პასუხისმგებლობაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა თბილისის ქუჩებში, თუმცა, მერიას სხვა პრიორიტეტები აქვს. 

თბილისის მერია არის ერთადერთი ორგანო და პირადად მერი, რომელიც არის პასუხისმგებელი მომხდარზე და ის, რაც თავად აღიარეს დღეს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ, სწორედ ეს არის პრობლემა, ჩემი აზრით. მათი პრიორიტეტი არის ხან რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ 5 მილიონი ტექნიკის შეძენა და ამით რუსული ტერირორისტული არმიის დახამრება, ხან რა. ასე, რომ ეს არის ყოვლადმიუღებელი, როდესაც მერია აცხადებს, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ,“ - ამბობს გიორგი შარაშიძე.