კომპანია "სოკარი" კონკურენციის სააგენტოს უჩივის

18.08.23 16:46
კომპანია "სოკარი" კონკურენციის სააგენტოს უჩივის

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიიდან კიდევ ერთი - "სოკარი" - გეგმავს, რომ სასამართლოს მიმართოს. 

კომპანია კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას 2022 წლის მარტ-აგვისტოში საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების გამო სანქცირებასთან დაკავშირებით არ ეთანხმება.

იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ," - აცხადებენ "სოკარში".

"სოკარის" გარდა სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს კომპანია "ვისოლიც".