კომპანია "ვისოლი" კონკურენციის სააგენტოს უჩივის
კომპანია "ვისოლი" კონკურენციის სააგენტოს უჩივის. გიგანტური ნავთობკომპანიია სასამართლოში აპირებს დაამტკიცოს, რომ ბენზინის ფასი ხელოვნურად არ გაუზრდია და ლექვინაძის უწყების ბრალდება დაუსაბუთებელია.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასკვნასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ
შინაარს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში.ზოგადად, 2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც, რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად". - აცხადებს ვისოლი.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ნავთობკომპანიები ვისოლი, სოკარი, ლუკოილი და პეტროლიუმ ჯორჯია 4 მლნ-მდე ლარით დააჯარიმა.
მიზეზი გიგანტური კომპანიების მიერ, ბენზინის ფასის ხელოვნურად გაზრდა გახდა. სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ნავთობ კომპანიებს ბენზინის ფასის შემცირება შეეძლოთ, თუმცა ეს არ გააკეთეს. გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს სასამართლოში შეუძლიათ.