პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ხელი არ უნდა შეუშალონ რუსეთის მოქალაქეებს - დონაძე

18.08.23 17:14
პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ ხელი არ უნდა შეუშალონ რუსეთის მოქალაქეებს - დონაძე

"მათ სისტემაში ხდება ყველაფერი, კარგად არიან ინფორმირებული, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ ხელი არ უნდა შეუშალონ რუსეთის მოქალაქეებს," - ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქართულ სოფლებში მიწის დაკანონებას კანონის გვერდის ავლით. 

დონაძის თქმით, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ამ კანონდარღვევის საქმის კურსში არიან, თუმცა, მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო თვალს ხუჭავენ.

რადგან საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა აკრძალულია უცხოელებზე, ამიტომ ძალიან მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს, ვისაც გასხვისება სურს ტერიტორიის, საკრებულოში შეუცვლიან ზონალურ სტატუსს - გახდება არასასოფლო-სამეურნეო და შემდეგ გაყიდიან. ეს პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, იქიდან გამომდინარე, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას არ აქვს არანაირი შემზღუდავი გადაწყვეტილება მიღებული. მათ სისტემაში ხდება ყველაფერი, კარგად არიან ინფორმირებული, მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის, რომ ხელი არ უნდა შეუშალონ რუსეთის მოქალაქეებს,“ - ამბობს ბესიკ დონაძე.

თბილისის და ბათუმის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების სამიზნე სოფლებში მიწის ნაკვეთების და სახლების ყიდვაა. იმის მიუხედავად, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კანონით აკრძალულია, ირკვევა, რომ რუსებმა ახალი გზა იპოვეს, ჯერ მიწას სტატუსს უცვლიან შემდეგ კი იფორმებენ