შსს არ შეიძლება იძიებდეს საკუთარ თავს - გრიგოლ გეგელია
განსაცდელში მიტოვება და სამსახურეობრივი გულგრილობა - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ სწორედ ამ მუხლებით უნდა დაიწყოს გამოძიება პროკურატურამ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით.
გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ საქმე უნდა გადაეცეს პროკურატურას, რადგან შსს არ შეიძლება იძიებდეს საკუთარ თავს .
ადამიანები იქნენ მიტოვებულები განსაცდელში თუნდაც იმიტომ და მაშინ, როცა სახელმწიფომ თქვა, რომ საჭიროება აღარ იყო მათი დახმარების. ჩვენ კარგად გვახოვს, რომ საგარეო დახმარებაზე ითქვა უარი იმ მუხლით და იმ საბაბით, რომ თურმე აღარ იყო საჭირო ამ ადამიანების დახმარება. ეს არის სრული აბსურდი და ეს არის ფაქტობრივად ადამაინების განსაცდელში დატოვება. შსს არ შეიძლება იძიებდეს საკუთარ თავს, ანუ შსს-ს პირთა სამოხელეო დანაშაულს, ეს არის სრული აბსურდი და ძალაუფლების შტოების განაწილების სრული უარყოფა. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროპკურატურას გადაეცეს გამოსაძიებლად ეს საქმე". - აცხადებს გეგელია.
PHR ცნობით, პროკურატურამ საქმის შსს-დან გადაცემაზე უარი თქვა .