დონაცია რუსული მთავრობისგან დაჯარიმებულებისთვის - "დროა" ჯარიმებისთვის თანხებს აგროვებს

20.08.23 12:21
დონაცია რუსული მთავრობისგან დაჯარიმებულებისთვის - "დროა" ჯარიმებისთვის თანხებს აგროვებს

ჯარიმები რუსული ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლის გაპროტესტების გამო - "დროას" ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ დაჯარიმებული 4 მოქალაქის ჯარიმის გადასხდელად 1530 ლარი აკლდება.

"დროამ" ანტირუსულ აქციაზე დაჯარიმებული მოქალაქეებისთვის ჯარიმების გადახდაში დახმარების მიზნით თანხის შეგროვება სამი დღის წინ დაიწყო. ამ ეტაპზე 4 მოქალაქისთვის დაკისრებული ჯარიმის გადასახდელად საჭირო თანხა გროვდება, მათ შორის არის უკრაინის მოქალაქე, რომელიც პოლიციამ ისე დააკავა, რომ მიზეზები არ განუმარტავს

მეგობრებო, უკვე შეგროვდა 6970 ლარი, სულ ცოტაც და შევძლებთ 4-ვე ჯარიმის გადახდას. გთხოვთ, გადააზიაროთ პოსტი," - წერს "დროა".

 

 

 

ბათუმში გამართულ აქციაზე, რომლითაც რუსეთიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს, პოლიციამ 23 ადამიანი დააკავა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა უკრაინის მოქალაქე მარინა ჩობანიანი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ასევე 2000-2000 ლარით დააჯარიმა აქციაზე მყოფი ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე და პარტია "დროას" წევრი გენრი დოლიძე.

მსგავსი სიახლეები