მეხი რომ დასცემოდა მატარებელს, გავიგებდით, არ წვიმდა, რამდენიმე მგზავრი ცუდად გახდა - ერთ-ერთი მგზავრი

20.08.23 13:29
მეხი რომ დასცემოდა მატარებელს, გავიგებდით, არ წვიმდა, რამდენიმე მგზავრი ცუდად გახდა - ერთ-ერთი მგზავრი

რატომ შეფერხდა თბილისი-ფოთის მიმართულებით მატარებლის გადაადგილება - ერთ-ერთი მგზავრის თქმით, მატარებელი მოულოდნელად გაფუჭდა. რაც შეეხება არგუმენტს, რომ უამინდობა გახდა ამის მიზეზი, მოქალაქის თქმით, თბილისი-ფოთის მიმართულებით მგზავრობის დროს ძლიერი წვიმა არ ყოფილა.

მგზავრის ინფორმაციით, მატარებელი, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული, შემდეგ კი უკან სადგურზე დაბრუნდნენ. ამავე პერიოდში, რამდენიმე მგზავრი უჰაერობის გამო ცუდად გახდა.

არც გზაში ყოფილა წვიმა, არც სადგურში რომ გავჩერდით და მგზავრი ჩავიდა, არ ყოფილა წვიმა. უკანაც რომ მოვბრუნდით ნაწვიმარი იყო და არაფერი საერთოდ, წინწკლავდა. მეხი რომ დასცემოდა მატარებელს, როგორმე მგზავრები გავიგებდით, მაგრამ ასეთი არაფერი. რეალურად, აქ რომ გაჩერდა და ჩავიდნენ მგზავრები, დაიძრა ჩვეულებრივ, რამდენიმე წუთი მივდიოდით და გაჩერდა უცებ, მოულოდნელად. 40 წუთი გავიდა და მერე მოუწიათ თქმა, რომ გაფუჭდა. რამდენიმე მგზავრი იყო, ვინც ცუდად გახდა, დახუთული იყო, იმიტომ, რომ გამწოვიც, კონდიციონერიც გაითიშა,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, მატარებელს ტექნიკური პრობლემა დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო შეექმნა. მოძრაობა ამ დროისთვის უკვე აღდგენილია.

მსგავსი სიახლეები