გაიცემა თუ არა საშვი რიკოთის გვირაბისთვის და არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო - დონაძე შსს-ს მიმართავს

20.08.23 15:23
გაიცემა თუ არა საშვი რიკოთის გვირაბისთვის და არის თუ არა გადაადგილება უსაფრთხო - დონაძე შსს-ს მიმართავს

რამდენად უსაფრთხოა რიკოთის გვირაბი - ოპოზიციის წევრები საავტომობილო გზების დეპარტამენტს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნის გასაჯაროებისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლების ოპონენტები ითხოვენ გასაჯაროვდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა გვირაბში გადაადგილება.

ამას გარდა, "ევროპული საქართველოს" წევრი ბესიკ დონაძე მიმართავს შსს-ს, რომ მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია, გაიცემა თუ არა სპეციალური საშვები რიკოთის გვირაბში დროის იმ მონაკვეთში გადაადგილებისთვის, როცა ოფიციალურად გვირაბი დაკეტილია. 

გზების დეპარტამენტმა უნდა გაასაჯაროოს დასკვნა და კვლევა, რომელიც თებერვლიდან მიმდინარეობს, რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ და ასევე შსს-მ და გზების დეპარტამენტმა, ერთობლივად, უნდა გვიპასუხოს, რა კონკრეტული ნებართვები არსებობს და სად შეიძლება ამ ნებართვების მიღება. შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ გადაუდებელი აუცილებლობა და აქედან გამომდინარე, სად შეიძლება ნებართვის აღება, რომ 9 საათის შემდეგ მეც იმ საფრთხის ქვეშ გავიარო, როგორი საფრთხის ქვეშაც დადიან „ქართული ოცნების“ პრივილეგირებული და ნებართვის მქონე ადამიანები,“ - ამბობს დონაძე.

შერჩევითი სამართალი რიკოთზე - აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ გვირაბში გადაადგილების ახალი წესები მოქმედებს. მაშინ, როდესაც წესით რეაბილიტაციის პროცესში არსებული გვირაბი მხოლოდ ტრაილერებისთვის უნდა იხსნებოდეს, როგორც ირკვევა საშვიანი მსუბუქი ავტომობილებიც უპრობლემოდ გადაადგილდებიან.

მსგავსი სიახლეები