ქუთაისში ხეების გაჩეხის შემდეგ სახელმწიფომ ტერიტორია აუქციონზე გაიტანა

20.08.23 15:49
ქუთაისში ხეების გაჩეხის შემდეგ სახელმწიფომ ტერიტორია აუქციონზე გაიტანა

ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე ხეების გაჩეხის შემდეგ სახელმწიფომ ტერიტორია აუქციონზე გაიტანა. ინფორმაციას ფოტომასალასთან ერთად "ევროპა ჩვენი სახლია"-ს დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჯანმრთელი ხეების მოჭრა რომ ტერიტორიის "მოსასუფთავების" მიზმით მოხდა 
არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით მარტივად გამოსაცნობი იყო.

აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია "სავარაუდო მყიდველს" სურათებით ორ სხვადასხვა რეალობას სთავაზობთ- ხეების მოჭრამდე და გაჩანაგების შემდეგ. 

ვისაც ტერიტორია "მოუსუფთავეთ" მან კარგად იცის, მაგრამ ზოგადი წესების "დასაცავად" დააკონკრეტეთ რას ყიდით. 

შეგახსენებთ, რომ 1200 კვადრატული მეტრზე გაშენებული კედარის ჯიშის ხისგან შემდგარი მწვანე სექტორი სრულად არის განადგურებული, აუქციონის გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე," - წერს ბარათაშვილი.

ქუთაისში უნიკალური ხეები გაჩეხეს. 30-მდე მარადმწვანე წიწვოვანი კედარი უმიზეზოდ მოჭრეს. მოჭრილი ხის მორები კი სასტუმროს ეზოშია დასაწყობებული. როგორც გაირკვა, ტეროტირია სახელმწიფო საკუთრებაშია, მოიჯარე კი "ინ ჯგუფია". 

მსგავსი სიახლეები