"ასეთი საჯაროდ ვერაგული ფაქტი ქალაქს არ ახსოვს" - ქუთაისში უნიკალური ხეები გაჩეხეს
ქუთაისში უნიკალური ხეები გაჩეხეს. 30-მდე მარადმწვანე წიწვოვანი კედარი უმიზეზოდ მოჭრეს.
100 საფეხურიან კიბესთან მწვანე საფარი ფაქტობრივად განადგურებულია. მოჭრილი ხის მორები კი სასტუმროს ეზოშია დასაწყობებული.
როგორც გაირკვა, ტეროტირია სახელმწიფო საკუთრებაშია, მოიჯარე კი "ინ ჯგუფია". "ქუთაისი ინნ"-ის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში მათ წერილობით უნდა მივმართოთ.
არასამთავრობა ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელი აცხადებს, რომ მსგავსი ვერაგული აქტი ქუთაისს არ ახსოვს და ფაქტე გამოძიების დაწყება ითხოვს.
ჯერ თქვეს რომ ნებართვა არის გაცემული, მაგრამ ვერაგობა შეიძლება ჩაიდინო, როგორც ნებართვით, ისე უნებართოდ. ეს არის ვერაგული აქტი. ბევრი რამ მომხდარა ამ ქალაქში, მათ შორის ტრაგიკული მოვლენები, მაგრამ ასეთი საჯაროდ ვერაგული არ მომხდარა. ბარბაროსები ამას ხშირად არ აკეთებდნენ. თუ გახსმა და მოჭრეს, სხვაგან არ გახმა? ჩვენ შეგვიძლია ფაქტები დაგისახელოთ, ხეებს როგორ ახმობენ დიზელის საწვავით. ეს არის მძიმე დანაშაული, ჩვენ ამაზე კვლევას ვაწარმოებთ და შედეგთან მივალთ". - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.