ფემიციდი მარნეულში - პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

20.08.23 18:06
ფემიციდი მარნეულში - პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

ფემიციდი მარნეულში - პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, სოფელ სადახლოში, ქმარმა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ცოლს დანით, გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება მიაყენა. დაზარალებული, მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს," - წერია უწყების განცხადებაში.

ფემიციდის უმძიმესი შემთხვევა მარნეულიდან - ახალგაზრდა ქალი სასიკვდილოდ ქმარმა გაიმეტა. ქმარმა ქალს სასიკვდილო დაზიანებები არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით დანით მიაყენა

მსგავსი სიახლეები