როგორც ჩანს, კალაძეს გადაწყვეტილი აქვს, აგვისტო გამოაცხადოს თბილისის აოხრების თვედ - საბა ბუაძე

21.08.23 11:18
როგორც ჩანს, კალაძეს გადაწყვეტილი აქვს, აგვისტო გამოაცხადოს თბილისის აოხრების თვედ - საბა ბუაძე

"როგორც ჩანს, კალაძეს გადაწყვეტილი აქვს, რომ აგვისტო გამოაცხადოს თბილისის აოხრების თვედ," - ასე აფასებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე თბილისის საკრებულოში აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ სხდომას, სადაც ყველა ის სადაო პროექტი გამოდის დასამტკიცებლად, რომელსაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

საბა ბუაძის თქმით, ერთ-ერთი პროექტი, რომლის დაჩქარებული წესით დამტკიცებასაც საკრებულო ცდილობს დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის ბიზნესინტერესთან არის დაკავშირებული. 

რამდენიმე ძალიან მასშტაბური და კატასტროფული პროექტი გამოდის საკრებულოში დასამტკიცებლად. მათ შორის არის, ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია, რომელიც არის 217 000 კვადრატული მეტრი და სადაც, ფაქტობრივად, შენდება ახალი უბანი, რამდენიმე ასეული ათასი კვადრატული მეტრის მოცულობის, რაც როგორც დიდუბისთვის, ისე ნაძალადევისთვის იქნება ძალიან მძიმე შედეგის მომტანი. წილოსანი და მისი ოჯახის წევრები არიან ამ ტერიტორიის მესაკუთრეები და მათაც მიუძღვით წვლილი ქალაქის აოხრების იმ ნაწილში, რომელიც დაგეგმილია", - ამბობს პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, საბა ბუაძე.

მწვანე შუქი თბილისის ჩაბეტონებას - დედაქალაქის საკრებულო დაჩქარებულ ვადებში იწყებს ყველა იმ პროექტის განხილვას, რომელიც სადავოა და ოპოზიციას კითხვები გააჩნია. საზაფხულო არდადეგებზე, მაშინ როცა ყველა ისვენებს, კახა კალაძემ საკრებულოში სადავო პროექტები დასამტკიცებლად გადაგზავნა. საკრებულოს სხდომა 25 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები