წილოსანს დაუფასდა კობახიძის ზღვარგადასული კომენტარების გამართლება და ტაშის დაკვრა - ნინო წულაძე
"წილოსანს დაუფასდა კობახიძის ზღვარგადასული არაფერში, რომ არ წერია, ისეთი კომენტარების გამართლება და ტაშის დაკვრა," - ეს განცხადება საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ნინო წულაძემ გააკეთა.
წულაძე თბილისის საკრებულოში დაგეგმილ სხდომას ეხმაურება, რა დროსაც "ქართული ოცნება" გეგმავს, რომ დაჩქარებული წესით განიხილოს პროექტები, რომელსაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკა არაერეთხელ მოჰყვა. წულაძის შეფასებით, ამ პროექტების დამტკიცებით, ქალაქი დამახინჯდება, თუმცა, მმართველი ძალის ერთადერთი მიზანი გამდიდრებაა.
შესაბამისად, მისი და მამამისის ასეთი, სავარაუდოდ, კორუფციული და ბნელი პროექტი, რომელიც მოახდენს დიდუბისა და ნაძალადევის სრულ კოლაფსსა და ჩაკეტვას, გამოდის პარასკევს სხდომაზე. ეს არის წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი საშინელება. ეს არის ურბანულად ქალაქის დამახინჯება, "ქართული ოცნების" გუნდის გასამდიდრებლად. არამარტო ურბანულად ქალაქის დამახინჯების, არამედ კრიმინალური ელფერიც ახლავს ყველა იმ პროექტს, რომელსაც ამტკიცებს თბილისის მერია და თბილისის საკრებულო", - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი პარტიიდან "ხალხისთვის", ნინო წულაძე.
მწვანე შუქი თბილისის ჩაბეტონებას - დედაქალაქის საკრებულო დაჩქარებულ ვადებში იწყებს ყველა იმ პროექტის განხილვას, რომელიც სადავოა და ოპოზიციას კითხვები გააჩნია. საზაფხულო არდადეგებზე, მაშინ როცა ყველა ისვენებს, კახა კალაძემ საკრებულოში სადავო პროექტები დასამტკიცებლად გადაგზავნა. საკრებულოს სხდომა 25 აგვისტოს გაიმართება.