"გამარჯვების ფორმულა არის თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში" - გიული ალასანია ახალ კამპანიაზე

21.08.23 12:08
"გამარჯვების ფორმულა არის თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში" - გიული ალასანია ახალ კამპანიაზე

"ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე - გამარჯვების ფორმულა არის თითოეული ადამიანის ჩართვა ამ პროცესში," - ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია "გამარჯვების კამპანიის" დაწყებას.

საქმე ეხება სოფო ჯაფარიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება და არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მათთან ერთად ჩამოაყალიბებს და მათ მოსაზრებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიაწვდის. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის მთავარი. აუცილებელია ხალხთან ურთიერთობა. ნამდვილი დემოკრატია ეს არის. ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე უნდა იყოს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, მათ უნდა ვკითხოთ, რა უნდათ. წლებია ვადევნებ თვალს სოფო ჯაფარიძის საქმიანობას და ძალიან მომწონს, იმიტომ, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც ხალხს სჭირდება. ახლაც რომ დადის ამ 45 გრადუს სიცხეში და ხვდება ადამიანებს და მათ აზრს ეკითხება, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ალასანიამ.

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ უმჯობესდება - აქვს სისუსტე და უჭირს გადაადგილება.

ჯანმრთელობა ისევ იგივე - სისუსტე. ახალს ვერაფერს გეტყვით. უჭირს ფეხზე დგომა, გადაადგილება. სასიცოცხლო მაჩვენებელი დაბალია,“ - განაცხადა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები