სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს, ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი აღარ დარჩა - სარჯველაძე
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს, რადგან მისი თქმით, ქართულ პოლიტიკაში მესამე პრეზიდენტს ადგილი აღარ დარჩა.
სარჯველაძე ამბობს, რომ ეს სურვილი მართლზომიერი არ არის.
მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას წესით ვერ უნდა ახორციელებდეს. ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი.
მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და ეცდება წამოიწყოს ახალი, განსხვავებული თამაში, რომლითაც შეძლებს დამალოს ის მანკიერებები, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მცდელობა წარმატებული შეიძლება იყოს.. - ამბობს მიხეილს არჯველაძე.
საქმე ეხება სოფო ჯაფარიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება და არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მათთან ერთად ჩამოაყალიბებს და მათ მოსაზრებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიაწვდის.