სააკაშვილი იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რუსული "ოცნების" დამარცხების პროცესში - ბოტკოველი

21.08.23 14:27
სააკაშვილი იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რუსული "ოცნების" დამარცხების პროცესში - ბოტკოველი

ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის ფაქტორი იქნება უმნიშვნელოვანესი "ოცნების" დამარცხების პროცესში.

ბოტკოველის თქმით, სააკაშვილის ჩართულობა საარჩევნო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი რუსული "ოცნების" დამარცხების პროცესში. სწორედ ამიტომ, მიხეილ სააკაშვილის თუნდაც საპყრობილიდან კომუნიკაცია დღეს ამომრჩეველთან, მოსახლეობასთან და მისი იდეებისა და გადაწყვეტილებების გაცნობა და ასევე მოსმენა ყველა იმ საკითხებისა, რომელიც დღეს აწუხებს მოსახლეობას, მისი ჩართულობა იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი". - ამბობს ბოტკოველი. 

ცნობისთვის, საუაბარია სოფო ჯაფარიძის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი რეგიონებში მოსახლეობას შეხვდება და არსებული მდგომარეობიდან გამოსავალს მათთან ერთად ჩამოაყალიბებს და მათ მოსაზრებებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიაწვდის.  

მსგავსი სიახლეები