სააკაშვილის და ხალხის მზაობა არის, რომ წინასაარჩევნო, რთული გზის გასაღები ვიპოვოთ - სოფო ჯაფარიძე
სააკაშვილის და ხალხის მზაობა არის, რომ წინასაარჩევნო, რთული გზის გასაღები ვიპოვოთ - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა და მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში "დღის ამბებში" განაცხადა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ მისი ინიციატივას უბრალოდ ფორმალური სახე ექნება, რადგან აქ ახალი არაფერია და ის ისედაც ყოველდღიურად ხვდებოდა საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას.
ჯაფარიძის თქმით, დღეს ისე ახლოს არის გამარჯვება, როგორც არასდროს.
კამპანია იქნება გამარჯვების კამპანია. მე ჩავალ საქართველოს ყველა კუთხეში. მნიშვნელოვანია, ადამიანების აზრის მოსმენა. აუცილებელია, რომ ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევქმნათ გამარჯვების ფორმულა. მე ვთვლი, რომ დღეს ისე ახლოს არის გამარჯვება, როგორც არასდროს. ეს ცალსახად ჩანს მოდის ხალხისგან. ახლა უბრალოდ ფორმალური სახე ეძლევა ამ კამპანიას, თორემ მე ისედაც დავდივარ ყოველდღიურად, მაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან, ვისმენ მათ პრობლემებს და მათ მოსაზრებებბს. მათი განწყობა არის ერთი - რომ ჩვენ ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ, ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ გარუსებისგან და ქვეყანა უნდა დავაყენოთ დასავლურ რელსებზე. აქედან გამომდინარე ხალხის მზაობა არის ძალიან დიდი და მიხეილ სააკაშვილსაც აქვს დიდი სურვილი, რომ სწორედ ამ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად შევქმნათ და ამ რთული გზის გასაღები ვიპოვოთ. იმ წინასაარჩევნო წლის, რომელიც მართლაც ძალიან რთული იქნება. ვხედავთ, რომ რუსული რეჟიმი არის წარმოუდგენელ მდგომარეობაში, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერზე ხელს აწერენ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხალხთან ერთად ძალიან სწორ გზას გავივლით და აუცილებლად ეს ყველაფერის გამარჯვებით დასრულდება".- ამბობს სოფო ჯაფარიძე.