ვადაგასული შოკოლადები სავაჭრო ქსელებში - რას ამბობს შპს მარსის ხელმძღვანელი

22.08.23 11:05
ვადაგასული შოკოლადები სავაჭრო ქსელებში - რას ამბობს შპს მარსის ხელმძღვანელი

ვადაგასული შოკოლადები სავაჭრო ქსელებში - ოფიციალურ შემომტანს შპს მარსის ხელმძღვანელი „პირველებთან“ ამბობს, რომ მას ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და არ გამორიცხავს, რომ ვადაგასული პროდუქციის შემოტანა მისი გვერდის ავლით, უკანონოდ მოხდა.

რაც შეეხება პასუხისგებაში მიცემულ 2 პირს, „მარსის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი მის კომპანიაში არ მუშაობენ.

ვადაგასული ჩემს არცერთ ქსელში არ გადის. ჩვენ ვართ ოფიციალური წარმომადგენლები „მარსის“ და ჩვენთან მასეთი რამე არ ხდება,“ - ამბობს შპს მარსის ხელმძღვანელი.

აღმოჩენილია სიცოცხლისთვის საშიში შოკოლადი - ვადაგასულ პროდუქციას გამომძიებლებმა მაღაზიებში მიაგნეს. სავაჭრო ობიექტების დახლებზე უვარგისი ტკბილეული, ძველ თარიღებზე გადაკრული ახალი სტიკერებით ხვდებოდა. 

მსგავსი სიახლეები