არაკომპეტენტური, საკუთარი პარტიიდან გარიცხული - რატი იონათამიშვილი ადამ კინზინგერზე

22.08.23 11:31
არაკომპეტენტური, საკუთარი პარტიიდან გარიცხული - რატი იონათამიშვილი ადამ კინზინგერზე

"ასეთი არაკომპეტენტური და საკუთარი პარტიიდან გარიცხული ადამიანის სპიკერად მოშველიება თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი საქმეა, მშვიდობაში მოახმაროთ ასეთი კარგი სპიკერი," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" დეპუტატი რატი იონათამიშვილი ადამ კინზინგერს.

იონათამიშვილი გააღიზიანა ყოფილი კონგრესმენის განცხადებამ, რა დროსაც ადამ კინზინგერმა "ოცნებას" რუსეთის მარიონეტული პარტია უწოდა.

ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარმა პარტიამ გარიცხა და უარყო, ვინაიდან გვახსოვს მისი განცხადებები „რესპუბლიკური პარტიის“ მიმართ ამერიკაში, მას შემდეგ, ფაქტობრივად, ამ ადამიანის რეპუტაციულ საკითხზე საუბარი უხერხულადაც კი მიმაჩნია ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, მითუმეტეს, ეს ის ადამიანი არის, რომელმაც ისიც არ იცის, რომ საქართველოს ძალიან დიდი ხნის მანძილზე გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან და ამაზე საუბრობს. ასეთი არაკომპეტენტური და საკუთარი პარტიიდან გარიცხული ადამიანის სპიკერად მოშველიება თუ ვინმეს ჰგონია, რომ კარგი საქმეა, მშვიდობაში მოახმაროთ ასეთი კარგი სპიკერი,“ - ამბობს რატი იონათამიშვილი.

მსგავსი სიახლეები