მე რომ კარიკატურისტი ვიყო, დავხატავდი, ზარქუა ამხელა ბუმბერაზ ამერიკას, როგორ აცამტვერებს - მანჯგალაძე
„ხედავენ პარტნიორები, რომ დამნაშავე რეჟიმმა თავი რომ გადაირჩინოს, ეშმაკს მიყიდის სულს და ამ შემთხვევაში ეშმაკი არის რუსეთი,“ - ეს განცხადება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.
მანგალაძის შეფასებით, ხელისუფლების ანტიდასავლური კურსის მიზანი საქართველოს დასავლეთიდან დაშორებაა.
მანგალაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეტევას ამერიკის ელჩზე და ამბობს, რომ მსგავსი განცხადებებით დეპუტატი სარგებლის მიღებას ელოდება.
ადამიანს ალაპარაკებს 10 მილიონის სარგებელი, მინიმუმ, რომელსაც მიიღებს ე.წ. სკოლების რემონტიდან პატივცემული ზარქუა, გამოდის და ვაშაძეზე იძახის ჭიჭეს - ვაშაძე თუ ჭიჭეა, ზარქუა ვინაა საერთოდ. ან კარიკატურაზე რომ ლაპარაკობს, ამერიკის ელჩს და ამერიკას რომ ზარქუა აკრიტიკებს, აი ამაზე მეტი კარიკატურა რა უნდა დახატო. მე რომ ვიყო კარიკატურისტი, დავხატავდი, ზარქუა ამხელა ბუმბერაზ ამერიკას, როგორ აცამტვერებს,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.