ყველაფრის ექსპერტები არიან თვითონ - ახლა სამძებრო-სამაშვლო ოპერაციის ექსპერტებად მოგვევლინნენ - იონათამიშვილი ენმ-ზე
"როდესაც პოლიტიკოსები ექსპერტების ნაცვლად იწყებენ საუბარს, თან ექსპერტული პოზირებიდან, ამით საკუთარ თავს, ვფიქრობ, უხერხულ მდგომარეობაში აყენებენ," - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას, სადაც ოპოზიციურმა პარტიამ მაღალჩინოსნების, მათ შორის, პრემიერის სისხლის სამართლის დანაშაული გამოკვეთა.
რატი იონათამიშვილი ოპოზიციას აკრიტიკებს და მათი დასკვნის მიმართ უნდობლობას გამოხატავს.
ეს რადიკალური ოპოზიცია ამის მეტს არაფერს აკეთებს, ყველაფრის ექსპერტები არიან თვითონ - ახლა სამძებრო-სამაშვლო ოპერაციის ექსპერტებად მოგვევლინნენ, მანამდე კონფლიქტოლოგები იყვნენ, მუდმივად ერთ და იგივე ადამიანები ყველაფრის ექსპერტები არიან ხოლმე, უბრალოდ უხერხულია ასეთ დროს, მითუმეტეს პასუხისმგებლობაზე საუბარი, ვინაიდან ეს არის სახე უპასუხისმგებლობის რადიკალურ ოპოზიციაში და როდესაც აქეთკენ პასუხისმგებლობის ნაწილზე საუბრობენ, მგონი, კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აყენებენ საკუთარ თავს,“ - ამბობს იონათამიშვილი.