ეგ ბოდიში იმ ტკივილს და იმ განცდას ვერ გააქარწყლებს რაც იყო - დავით ჯელაძე კობახიძის ბოდიშზე
"ბოდიში იყო კი, რეალურად ეგ ბოდიში იმ ტკივილს და იმ განცდას ვერ გააქარწყლებს რაც იყო, როცა კობახიძის განცხადება მოვისმინე," - ეს განცხადება შოვის სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ "დღის ამბებთან" გააკეთა.
ჯელაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან შეხვედრას და ირაკლი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდის ეპიზოდს იხსენებს და ამბობს, რომ პირადად განუმარტა, რატომ გადაკვეთა მეწყერის ერთი კუთხიდან მეორე მხარემდე - "სანსეტ შოვამდე" ტერიტორია.
ბოდიში მაინც მივიღე, მესიამოვნა, რომ მიხვდა დანაშაულს და არასწორ განცხადებას.
მთლიანად მოვუყევი ჩემი ისტორია, შოვში ვიყავი და იქ შევხვდით ერთმანეთს და ყველას ვანახე ის ადგილები.
ეგეც გაიგო და ისიც გაიგო, რომ ბავშვიც იბრძოდა სამი საათის განმავლობაში მეწყერში, ეს იყო ანასტასია, რომელმაც სამი საათის განმავლობაში მარტომ ებრძოლა მეწყერს," - ამბობს ჯელაძე.
დავით ჯელაძეს ირაკლი კობახიძემ ბოდიში მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო მოუხადა, რა დროსაც "ქართული ოცნების" ოფისში გამართული ბრიფინგის დროს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ ესმის სტიქიასთან ბრძოლის დროს ჯელაძეებმა რატომ გაიარეს მეწყრული ზონა და რატომ შეეცადნენ "სანსეტ შოვთან" მისვლას.