მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ვთქვა - სარჯველაძე მედვედევის სკანდალურ განცხადებაზე
"ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაზე ამბობს, რომ მედვედევის სკანდალური განცხადებებეი კატეგორიულად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისთვის.
სარჯველაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ხელშეუხებელი.
მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა გავაკეთო განცხადება და მაქვს ამის უფლება ყველას სახელით ვთქვა, კატეგორიულად მიუღებელია, ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან. რაც არ უნდა შეფასება მიეცეს ამას, გაფრთხილება იქნება ეს მუქარა, თუ ნებისმიერი სხვა რამ, რასაკვირველია ის თანაბრად მიუღებელია საქართველოსთვის და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის რასაკვირველია ხელშეუხებელი რამ", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
მედვედევი წერს, რომ „არ სჭირდებათ 2008 წლის ისტორიის გამეორება“ და „მზად არიან, პრობლემები გადაწყვიტონ მოლაპარაკების მაგიდასთან, გაეროს წესდების სულისკვეთებით", მაგრამ თუ რუსეთის „შეშფოთება“ რეალურ კონტურებს შეიძენს, „არ დააყოვნებენ“.