საჭიროა სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში - ნაცვლიშვილი მედვედევის სკანდალურ განცხადებებზე

23.08.23 13:32
საჭიროა სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში - ნაცვლიშვილი მედვედევის სკანდალურ განცხადებებზე

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება და ამბობს, რომ იმისთვის, რომ ჩვენმა მეზობელმა ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს ანქესია არ გააგრძელოს საჭიროა სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.

ნაცვლიშვილის თქმით, რუსეთს არ სჭირდება საბაბი, რომ მეზობელ სახელმწიფოებში თავისი მისწრაფებების განახორციელოს.

რუსეთი არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპანტი და ამის მიღმა ის აგრძელებს ანექსიას საქართველოს ტერიტორიებისა. შესაბამისად, ამიტომ არის სწორედ კრიტიკულად მნიშვნელოვანი, საქართველოს უსაფრთხოებისთვის დასავლური ვექტორი და რაც შეიძლება სწრაფი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. ეს არის უსაფრთხოების ქოლგა საქართველოსთვის. სხვა შემთხვევაში, ჩვენ გვერდზე გვყავს მეზობელი, რომელსაც არ სჭირდება მიზეზი და უკვე არც საბაბი, თავისი მისწრაფებების განსახორციელებლად", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.