"ოცნების" დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, რომ მედვედევი თავს უფლებას აძლევს, დააშანტაჟოს საქართველო - კუპრაძე

23.08.23 17:28
"ოცნების" დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, რომ მედვედევი თავს უფლებას აძლევს, დააშანტაჟოს საქართველო - კუპრაძე

"ლელოს" წევრს ირაკლი კუპრაძეს მედვედევის სკანდალურ განცხადებაზე "ოცნების" დუმილი არ უკვირს, რადგან მისი თქმით, საქართველოს მმართველი გუნდი პირდაპირ გამოხატავს რუსეთის ინტერესებს.

კუპრაძე ამბობს, რომ შეუძლებელია, პუტინის ერთმა ხელმა გააკრიტიკოს მეორე ხელი.

კუპრაძის თქმით, სწორედ ოცნების" დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია, რომ მედვედევი თავს უფლებას აძლევს, დააშანტაჟოს საქართველო.

ქართული ოცნების დუმილი მედვედევის განცხადებაზე სრულიად გასაგებია იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებაში გვყავს ძალა, რომელიც პირდაპირ გამოხატავს რუსეთის ინტერესებს. შეუძლებელია, პუტინის ერთმა ხელმა გააკრიტიკოს მეორე ხელი, რომელიც ორივე მიმართულებით ერთი და იგივე რამეს აკეთებს. "ქართული ოცნების" დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ დიმიტრი მედვედევი საკუთარ თავს აძლევს უფლებას დააშანტაჟოს საქართველო, რომ საბოლოოდ წაართმევს მას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ეს არის ქართული ოცნების პრორუსული პუტინისტური პოლიტიკის შედეგი", - ირაკლი კუპრაძე.

რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.

23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.