მტერს ჩვენი სახელმწიფოს დანგრევის ამოცანა აქვს - ბოკერია მედვედევის განცხადებებზე
მტერს ჩვენი სახელმწიფოს დანგრევის ამოცანა აქვს - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გია ბოკერია მედვედევის სკანდალურ განცხადებებს.
ბოკერიას თქმით, ამ საფრთხის განეიტრალება მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო ნატოს, დასავლური თანამეგობრობის მყარი წევრი და ძლიერი სახელმწიფო იქნება.
ამ თემას პერიოდულად ჩვენი მტერი წამოწევს ხოლმე, მთავარი, რაც ჩვენ უნდა გვესმოდეს არის, რომ არა უბრალოდ ანექსიის ამ ტერიტორიების ფორმალობის, არამედ მთელი ჩვენი სახელმწიფოს დანგრევის ამოცანა აქვს ჩვენს მტერს და ამ საფრთხის განეიტრალება, მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველო იქნება ნატოს წევრი, დასავლური თანამეგობრობის მყარი წევრი, ძლიერი სახელმწიფო და როცა ჩვენს საზოგადოებას ექნება ძლიერი ინსტრუმენტები, საკუთარი თავის დაცვის მოკავშირეებთან ერთად", - ამბობს გიგა ბოკერია.
რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.