სრული დუმილი მუქარის პასუხად - მედვედევის განცხადებებს ოფიციალური თბილისის რეაქცია არ მოჰყოლია
სრული დუმილი მუქარის პასუხად. დღე ისე გადის, ამ დრომდე მედვედევის მუქარას ოფიციალური თბილისის რეაქცია არ მოჰყოლია. დუმს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და ირაკლი კობახიძეც.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოცნება ასე განგებ იქცევა და კრემლს მორჩილებას დუმილით უდასტურებს.
რუსეთი იმუქრება, რომ მისთვის არასასურველი პროცესების განვითარების შემთხვევაში, აფხაზეთს და „სამხრეთ ოსეთს“ შეიერთებს.
23 აგვისტოს, რუსულ გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტიში“ გამოქვეყნდა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სტატია, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ომს უკრაინაში. მედვედევი პასუხისმგებლობას აკისრებს დასავლეთს, ძირითადად, ამერიკის შეერთებულ შტატებს.