უკრაინელების გამოქომაგების გამო დაკავებული ალექსანდრე მილორავას სასამართლო 4 სექტემბრისთვის გადაიდო
ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკრაინელების გამოქომაგების გამო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტის, ალექსანდრე მილორავას სასამართლო 4 სექტემბრისთვის გადაიდო მოსამართლემ პოლიციას მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვა.
აქტივისტი გუშინ საკუთარი საცხოვრებელი სახლის წინ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. როგორც ალექსანდრე მილორავა აცხადებს, თაყაიშვილის ქუჩაძე იმყოფებოდა, როდესაც უკრაინის მოქალაქეები აპროტესტებდნენ არასწორად დაპარკინგებულ ავტომობილს.
მილორავას განცხადებით, საპატრულო პოლიცია შეესწრო ამ პროტესტს, რა დროსაც პოლიციამ უკრაინელებს სიტყვიერი შეურაცხოფა მიაყენა, უთხრა რომ საქართველო თუ არ მოსწონთ, დატოვონ ტერიტორია და წავიდნენ უკრაინაში. სწორედ ამას გამოეპასუხა სამოქალაქო აქტივისტი, რის გამოც იგი თავად დააპატიმტეს.
მილორავას 166- ე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.