ალექსანდრე მილორავა უკრაინელებს გამოექომაგა, რუსების გინებისთვის დააკავეს - მუმლაძე
ბათუმში, სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა უკრაინელებთან გამოქომაგების გამო დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მუმლაძე ავრცელებს.
მუმლაძე "პირველებთან" ამბობს, რომ ალექსანდრე მილორავა ბებიის დაკრძალვიდან მოდიოდა, როდესაც პოლიციამ მას რუსების გინება არ აპატია.
ბათუმში, Aleksandre Milorava გამოექომაგა უკრაინელებს, რომელებსაც პატრული აჯარიმებდა. ამაზე ბიძინას მილიციას გამწარდა, რასაც მოჰყვა შელაპარაკება!
საბოლოო ჯამში, რუსების გინება გახდა მიზეზი ალექსას დაკავების!
ბათუმში, ყველა ნაბიჯზე მძაფრად იგრძნობა გარუსების შედეგები". - ამბობს მუმლაძე.
ზვიად კუპრავა კი "პირველებს" უყვება, რომ დაკავებისას მილორავა ცუდად გახდა, რის შემდეგაც იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.