ზურაბიშვილმა თქვა, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, მარცხი სადღაც დაიბალანსოს... "სადღაცში" საქართველო იკითხება - გოგავა

23.08.23 18:59
ზურაბიშვილმა თქვა, რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, მარცხი სადღაც დაიბალანსოს... "სადღაცში" საქართველო იკითხება - გოგავა

გენერალი ზაზა გოგავა ამბობს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში ნიშანდობლივი ფაქტი დაიჭირა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ყურიმის პლტფორმაზე სიტყვით მიმართვისას ხაზგასმით განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მარცხი, რომლისთისაც ის უკრაინაშია განწირული, სადღაც დაიბალანსოს.

გოგა ამბობს, რომ ზურაბიშვილის ნათქვამ " ამ სადრაც დაბალანსებაში" საქართველო იკითხება.

არაფერი არ შეიცვლება იმით, რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი. თორემ განცხადება და მხარდაჭერა მშვენიერია. ერთი მთავარი, ნიშანდობლივი ფაქტი დავიჭირე, სადაც ზურაბიშვილი ამბობს, რომ, გარდა იმისა, რომ რუსეთი დამარცხდება უკრაინაში და ეს პრაქტიკულად სახეზეა, რუსეთს არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ეს მარცხი მან სადღაც დაიბალანსოს. საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავას. ამ სადღაც დაიბალანსოში იკითხება საქართველო. აქ უკვე ამის მაგალითად 23 აგვისტოს მედვედევის განცხადება უნდა მოვიყვანოთ.

ვერ დავარქმევდი, რომ მედვედევის განცხადება მუქარაა. ის რასაც ამბობს იმას აკეთებს. 2008 წლიდან მოყოლებული, მანამდე პერიოდები რომ არ ჩავრთოთ".- განაცხადა ზაზა გოგავამ "ტვ პირველის პირდაპირ ეთერში.

საქართველოს პრეზიდნეტმა განაცხადა, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ საშუალება დაიჯეროს, რომ სხვაგან, სხვა მიღწევებით შეუძლია უკრაინაში დანაკარგების დაბალანსება. 

სალომე ზურაბიშვილის სრული მიმართვა, ნახეთ აქ.  

მსგავსი სიახლეები